დამწყებთათვის:კომპანია MikroTik-ის შესახებ

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

MikroTik (ინგლისურიდან Mikrotīkls - პატარა ქსელები) არის ლატვიის ქსელური მოწყობილობების მწარმოებელი. კომპანია ვითარდება და ყიდის სადენიანი და უკაბელო ქსელის აპარატურას, კერძოდ მარშრუტიზატორებს, ქსელის გადამრთველებს, დაშვების წერტილებს და პროგრამული უზრუნველყოფა - ოპერაციულ სისტემებსა და დამხმარე პროგრამებს. კომპანია დაფუძნდა 1996 წელს, რათა განვითარებად ბაზრებზე აღჭურვილობის გაყიდვის მიზნით. 2015 წლის დეკემბრისთვის კომპანიას 160 თანამშრომელი ჰყავდა.

პროდუქცია

RouterOS

MikroTik-ის ერთ-ერთი პროდუქტი არის RouterOS - ქსელის ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნილია Linux-ზე. RouterOS განკუთვნილია Mikrotik RouterBoard მარშრუტიზატორებისთვის. ასევე, ეს სისტემა შეიძლება PC-ზე დაინსტალირდეს, გარდაქმნათ იგი მარშრუტიზატორად აღჭურვილი Firewall ფუნქციებით, VPN სერვერი/ლიენტი, QoS, წვდომის წერტილი და სხვა ფუნქციები. სისტემა ასევე შეიძლება გამოიყენოთ როგორც Captive-პორტალი, რომელიც უკაბელო დაშვების სისტემას ეფუძნება.

ოპერაციულ სისტემას გააჩნია ლიცენზიების რამდენიმე დონე, რომელთაც იზრდება ფუნქციების რაოდენობა. გარდა ამისა, არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა სახელად Winbox, რომელიც უზრუნველყოფს გრაფიკული ინტერფეისს RouterOS-ის კონფიგუარაციისათვის. FTP, Telnet და SSH-ის საშუალებით შესაძლებელია RouterOS-ს მოწყობილობებთან წვდომა. არსებობს ასევე API, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ სპეციალიზებული აპლოკაცია მართვისა და მონიტორინგისათვის.

თვისებები

RouterOS მხარდაჭერილია უამრავი სერვისებითა და პროტოკოლებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საშუალო ან მსხვილ პროვაიდერების მიერ, როგორიცაა OSPF, BGP, VPLS/MPLS. RouterOS საკმაოდ მოქნილი სისტემაა, ხოლო Mikrotik კარგადაა მხარდაჭერილი როგორც ფორუმებზე ასევე სხვადასხვა წარმოდგენილი Wiki-მასალების საშუალებით, აგრეთვე სპეციალიზირებული კონფიგურაციის მაგალითებით.

RouterOS უზრუნველყოფს თავსებადობას პრაქტიკულად ყველა ქსელური ინტერფეისის Linux ბირთვზე. უკაბელო ჩიფსტეტებიდან თავსებადია Atheros და Prism-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (RouterOS 3.x ვრსიის მდგომარეობით). Mikrotik ასევე მუშაობს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მოწყობილობების სრულფასოვან თავსებადობას და Mikrotik პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც იზენს პოპულარობას ქსელურ ტექნოლოგიებში, როგორიცაა IPv6 </ref>.

RouterOS სთავაზობს სისტემურ ადმინისტრატორს გრაფიკულ ინტერფეისს (WinBox) როგორც გაცნობისთვის ასევე firewall-ის სწრაფი კონფიგურაციისათვის, მარშრუტიზაციისათვის და QoS მართვა. მათ შორის, WinBox ინტერფეისში რეალიზებულია თითქმის ყველა Linux-უტელიტის ფუნქციონალურობა iptables, iproute2, ტრაფიკის მართვა და QoS, HTB ალგორითმის საფუძველზე.

ვერსიების ისტორია

  • RouterOS v6: მაისი 2013 — დღემდე (დაფუძნებულია Linux 3.3.5 ბირთვზე)
  • RouterOS v5: მარტი 2011 — სექტემბერი 2013 (დაფუძნებულია Linux 2.6.35 ბირთვზე)
  • RouterOS v4: ოქტომბერი 2009 — მარტი 2011 (დაფუძნებულია Linux 2.6.26 ბირთვზე)
  • RouterOS v3: იანვარი 2008 — ოქტომბერი 2009 (დაფუძნებულია Linux 2.4.31 ბირთვზე)

RouterBOARD

RouterBOARD — აპარატურული პლატფორმა MikroTik-სგან, რომელიც წარმოადგენს მარშრუტიზატორს მართული ოპერაციული სისტემით RouterOS. სხვადასხვა RouterBOARD ვარიანტები საშუალებას გაძლევთ გადაჭრას სხვადასხვა ქსელის ამოცანები მათ საფუძველზე: დაწყებული მარტივი უსადენო წვდომის წერტილიდა და მართვადი კომუტატორით, დამთავრებული მძლავრი მარშრუტიზატორით firewall-ით და QoS-ით.

თითქმის ყველა მოდელები Routerboard მოწყობილობების შეიძლება იკვებებოდეს PoE-ს გამოყენებით და აქვს კონექტორი დამაკავშირებელი გარე კვების წყაროსთან.

მოდელები, განკუთვნილი უკაბელო ტექნოლოგიებთან სამუშაოდ, აქვთ სლოტი miniPCIe რადიო მოდულების მიერთებისათვის. ასევე უმეტეს მოდელებს გააჩნიათ კონექტორი COM-პორტი პერსონალურ კომპიუტერთან მისაერთებლად. ბიუჯეტურ მოდელებში ან მოდელის კონკრეტული მიზნის მიხედვით, გარკვეული ელემენტები შეიძლება არ ჰქონდეთ.

CloudCore მარშრუტიზატორები

2012 წლის ნოემბერში, MikroTik-მა გამოუშვა ახალი ოჯახი CloudCore Router (CCR), რომელიც წარმოებულია Tilera-ს ფირმის პროცესორზე, რომელიც შეიცავს 9-დან 72-მდე პროცესორულ ბირთვს. 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით ოჯახში 10 მოდელია განცხადებული წარმადობა მოკლე პაკეტებზე 17-დან 120 მილიონამდე პაკეტი წამში. ეს მოწყობილობები განკუთვნილია საშუალო ზომის ქსელის პროვაიდერებისთვის, ასევე ეს არის საუკეთესო ფასის ალტერნატიული ვარიანტი სხვა ცნობილ ბრენდებთან შედარებითа.


[ ზემოთ | Back to Content ]