დამწყებთათვის:კონსოლი

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

მიმოხილვა

კონსოლი (CLI - Command Line Interface) გამოიყენება MikroTik მარშრუტიზატორებთან წვდომისთვის კერძოდ ტექსტური ტერმინალის საშუალებით კონფიგურაციისა და მართვის მიზნით. Console-ზე დაშვება შესაძლებელია სერიული პორტის გამოყენებით, telnet, SSH ან ტერმინალის ფანჯარა უტელიტში WinBox ან WebFig. თუ RouterOS დაყენებულია კომპიუტერზე, მაშინ დაშვება შეიძლება მიღებული იქნას მონიტორის და კლავიატურის გამოყენებით. კონსოლი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სკრიპტების ჩაწერისთვის. ეს სახელმძღვანელო აღწერს კონსოლთან მუშაობის ძირითად პრინციპებს. იხილეთ სახელმძღვანელო Scripting Manual რომ შევისწავლოთ გაფართოებული სკრიპტები და თუ როგორ დავწეროთ სკრიპტები.

კონსოლი საშუალებას გაძლევთ მართოთ მარშრუტიზატორის პარამეტყრები ტექსტური ბრძანებების საშუალებით. რამდენადაც არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი ბრძანება, ისინი დაყოფილია ჯგუფებად, ორგანიზებული გრაფიკული ინტერფეისის მენიუს იერარქიული დონის შესაბამისად. მენიუს დონის სახელი ასახავს კონფიგურაციის ინფორმაციას, ხელმისაწვდომის შესაბამის განყოფილებაში, მაგალითად /ip hotspot.

იერარქია

იმის გამო, რომ არსებობს დიდი რაოდენობით შესაძლო ბრძანებები, ისინი იყოფა ჯგუფებად, ორგანიზებული იერარქიული მენიუს საფუძველზე. მენიუს დონის სახელი ასახავს კონფიგურაციის ინფორმაციას, ხელმისაწვდომის შესაბამის განყოფილებაში. მაგალითად: /ip route.

Icon-note.png

შენიშვნა: ძირითად მასაში გრაფიკული ინტერფეისის მენიუს სტრუქტურა და ბრძანებათა სტრიქონი ემთხვევა. მაგრამ ყოველთვის არა.


ძირითადი ბრძანებები

დახმარება და გადაადგილება

ერთჯერადი დაჭერა კლავიშზე [Tab]

  • თუ დააჭერთ კლავიშს [Tab] რაღაც სიტყვის შემდეგ, კონსოლი ცდილობს მოძებნოს ბრძანება მიმდინარე კონტექსტში, რომელიც იწყება ამ სიტყვით. თუ არსებობს მხოლოდ ერთი დამთხვევა, ბრძანება ავტომატურად დაემატება და მას მოყვება სივრცე.
  • თუ დააჭერთ კლავიშს [Tab] სიტყვის რაღაც ნაწილის გარეშე, მაშინ გამოჩნდება შესაძლო შემდეგი ბრძანებები.

ორჯერ დაჭერა კლავიშზე [Tab] - სიტყვის რაღაც ნაწილის გარეშე, მაშინ გამოჩნდება შესაძლო შემდეგი ბრძანებები მათ შორის ჩაშენებული ენების სკრიპტებისთვის.

? - იგივე ნაირად, როგორც [Tab] სიტყვის ნაწილის შეყვანის გარეშე, ოღონდ ბრძანების განმარტების დამატებით.

/ -გადაადგილება კონსოლში.

.. - კონსოლში გადადგილება ერთი დონით ზემოთ.

ისარი ზემოთ და ისარი ქვემოთ - გადაადგილება ბრძანების ისტორიაში

საერთო ბრძანებები

ზოგიერთი ბრძანება მენიუს თითქმის ყველა დონეზეა საერთო. ასეთ ბრძანებებს აქვთ ერთნაირი მოქმედება მენიუის სხვადასხვა დონეზე.

დამატება, რედაქტირება და ელემენტის წაშლა

  • add - ამ ბრძანებას ჩვეულებრივ აქვს ყველა ის არგუმენტი, როგორც set, გარდა არგუმენტი ელემენტთა რიცხვით. ეს ამატებს ახალ ელემენტს მნიშვნელობით, რომელიც თქვენ განსაზღვრეთ, როგორც წესი, პოზიციის სიის ბოლოში, იმ ადგილებში, სადაც როგ ელემენტებს აქვთ მნიშვნელობა. არსებობს რამოდენიმე აუცილებელი თვისებები, რომელიც თქვენ უნდა მიაწოდოთ, მაგალითად, როგორც ინტერფეისი ახალი მისამართისთვის, იმ დროს როდესაც სხვა თვისებებისთვის ყენდება მნიშვნელობები ნაგულისხმევად, თუ მათ მკაფიოდ არ მიუთითებდით.
    • საერთო პარამეტრები:
      • copy-from - პარამეტრების კოპირება უკვე არსებული ელემენტიდან. თუ თქვენ არ გინდათ, გააკეთოთ ასეთი კოპია, მაშინ შეგიძლიათ მიუთითოთ ახალი ელემენტი ზოგიერთი თვისებისთვის. ელემენტების კოპირებისას, რომლებსაც აქვთ სახელები, ჩვეულებრივ, ახალი ასლის სახელი უნდა მიენიჭოთ;
      • place-before - ათავსებს ახალ ელემენტს არსებული ელემენტის მითითებული პოზიციის წინ. ამრიგად თქვენ არ უნდა გამოიყენოთ გადაადგილების ბრძანება ელემენტის სიაში დამატების შემდეგ;
      • disabled - მდგომარეობის მართვა გამორთულია / ჩართულია ახლად დამატებული პუნქტის(ებ)ისთვის;
      • comment - შეიცავს ახლად შექმნილი ელემენტის აღწერას.
    • დაბრუნების მნიშვნელობები:
      • ამატებს ელემენტის შიდა ნომრის დაბრუნების ბრძანებას რომელიც დამატებული იყო.
  • edit - ეს ბრძანება დაკავშირებული ბრძანებასთან set. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას თვისებების მნიშვნელობების შესაცვლელად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტექსტს, მაგალითად, სკრიპტები, მაგრამ ის მუშაობს ყველა რედაქტირებადი თვისებებთან. დამოკიდებულია ტერმინალის შესაძლებლობებზე, ან სრული ეკრანის რედაქტორი, ან ერთი რედაქტორის სტრიქონი გაეშვება განსაზღვრული თვისებების მნიშვნელობი რედაქტირებისთვის.
  • set - საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ზოგადი პარამეტრები ან პროდუქტის პარამეტრები. ბრძანებას აქვს მრავალი არგუმენტი შესაბამისი მნიშვნელობების სახელებით, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ. გამოიყენეთ ? ან ორმაგი [Tab], ყველა არგუმენტის სიის სანახავად. თუ არსებობს ელემენტების სია რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ქმედებები, მოათავსეთ არგუმენტი ელემენტის რიცხვის მიხედვით (ან ნომრების სია), რომელიც გსურთ გამართოთ. ეს ბძანება არ აბრუნებს არაფერს.
  • remove - განსაზღვრული ელემენტის(ები) სიიდან წაშლა.

ელემენტების ჩართვა და გამორთვა

  • enable - ოფციების ჩართვა
  • disable - ოფციების გამორთვა
  • enabled - მნიშვნელობით =yes ჩართულია, ხოლო =no გამორთული
  • disabled - მნიშვნელობით =no გამორთულია, ხოლო =no ჩართული

სხვა ბრძანებები

  • comment - კომენტარის დამატება
  • brief - მოკლე აღწერა
  • detail - დეტალური ინფორმაცია
  • export - აჩვენე მიმდინარე იერარქიის დონის კონფიგურაცია. root-დან შესრულებისას გამოჩნდება მთელი მიმდინარე კონფიგურაცია.
  • find - ბრძანება find გააჩნია იგივე არგუმენტები, რაც set-ს, პლუს დროშა არგუმენტები, როგორც disabled ან active, რომლებიც იღებენ მნიშვნელობას yes ან no დამოკიდებულია შესაბამისი დროშის მნიშვნელობიდან. იმისათვის რომ ნახოთ ყველა დროშა და მათი სახელები, შეხედეთ გამომავალი ბრძანების დასაწყისს print. ბრძანება find აბრუნებს ელემენტების შიდა ნომრებს, რომლებსაც აქვთ არგუმენტის იგივე მნიშვნელობა, როგორც ნაჩვენების ბრძანებაში.
  • get -
  • move - ცვლის სიაში ელემენტების რიგს.
    • პირველი არგუმენტი განსაზღვრავს გადასატან ელემენს(ებს).
    • მეორე არგუმენტი განსაზღვრავს ელემენტს, რომლის წინ მოძრავი ელემენტები განთავსდება (ისინი მოთავსებულია სიის ბოლოში, თუ მეორე არგუმენტი გამოტოვებულია).
  • print - გვიჩვენებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია კონკრეტული ბრძანების დონეზე. ამ გზით, /system clock print აჩვენებს სისტემის თარიღს და დროს, /ip route print აჩვენებს ყველა მარშრუტს და ასე შემდეგ. თუ არის ელემენტების სია მიმდინარე დონეში, და ისინი არ არიან მხოლოდ კითხვისთვის, ანუ, შეგიძლიათ შეცვალოთ ან წაშალოთ ისინი (მაგალითი მხოლოდ ელემენტის სიის წაკითხვისთვის ან სისტემური ისტორიის, რომელიც აჩვენებს შესრულებული ქმედებების ისტორიას).
    • from - მხოლოდ მითითებული ელემენტების ჩვენება, იმ განლაგებით, რომლითაც ისინი მოცემულია.
    • where - მხოლოდ იმ ელემენტების ჩვენება, რომელიც აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს. თვისებების სინტაქსი where ანალოგიურია ბრძანების find.
    • brief - ბეჭდვით ბრძანებას აიძულებს გამოიყენოს გამომავალი ცხრილის ფორმა
    • detail - ბეჭდვით ბრძანებას აიძულებს გამოიყენოს გამომავალი ფორმა property=value(თვისებები=მნიშვნელობა)
    • count-only - აჩვენებს ელემენტების რაოდენობას
    • file - მარშრუტიზატორზე კონკრეტული ქვე მენიუს შიგთავსის ბეჭდვა ფაილში.
    • interval - გამომავალი ბრძანების განახლება print ინტერვალით, მითითებული წამებში.
    • oid - ბეჭდავს მნიშვნელობას OID სკრიპტებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომის SNMP-დან
    • without-paging - ბეჭდავს შეუჩერებლივ ყოველი სრული ეკრანის შემდეგ
  • quit - ბრძანებათა სტრიქონიდან გამოსვლა (კონსოლი)

მაგალითი

სწრაფი აკრეფა

კონსოლში არის ორი განსაკუთრებული რამ, რომელიც დაგეხმარებათ ბრძანებების უფრო სწრაფად და მარტივად შეყვანაში - [Tab] ავტომატური დასრულება და ბრძანებების სახელების შემცირება. ავტომატური დასრულება მუშაოებს მსგავსად Bash UNIX-ში. თუ დავაჭერთ ღილაკს [Tab] სიტყვის ნაწილის შემდეგ, კონსოლო ეცდება იპოვოს ბრძანება მიმდინარე კონტექსტში, რომელიც იწყება ამ სიტყვით. თუ არის მხოლოდ ერთი დამთხვევა, ბრძანება ავტომატურად დაემატება და მას მოჰყვება სივრცე:

/inte[Tab]_ გახდება /interface _

თუ ერთზე მეტი დამთხვევა არსებობს, მაგრამ ყველას აქვს საერთო დასაწყისი, რომელიც ბევრია, ვიდრე ის, რაც თქვენ აირჩიეთ, ხოლო სიტყვა რომელსაც თქვენ ბეჭდავთ ავტომატურად დასრულდება სივრცის დამატების გარეშე:

/interface set e[Tab]_ becomes /interface set ether_

თუ თქვენ აირჩიეთ მხოლოდ საერთო ნაწილი, ტაბულაციის ღილაკზე ერთი დაჭერით არავითარი ეფექტი არ ექნება. თუმცა, მასზე მეორედ დაჭერისას აჩვენებს ყველა შესაძლო დასრულებას კომპაქტურ ფორმაში:

[admin@MikroTik] > interface set e[Tab]_
[admin@MikroTik] > interface set ether[Tab]_
[admin@MikroTik] > interface set ether[Tab]_
ether1 ether5
[admin@MikroTik] > interface set ether_

კლავიში '[Tab]' გამოყენებულ იქნას პრაქტიკულად ყველა კონტექსტში, სადაც კონსოლი შეიძლება ჰქონდეს მინიშნება შესაძლო მნიშვნელობების შესახებ - ბრძანების სახელები, არგუმენტის სახელები, არგუმენტები, რომელსაც აქვს მხოლოდ რამდენიმე შესაძლო მნიშვნელობა (აგალითად, ზოგიერთ სიაში არსებულ ელემენტთა სახელები ან პროტოკოლების სახელები firewall-ში და NAT-ის წესებში). თქვენ არ შეგიძლიათ ავტომატურად შეწყვიტოს ნომრები, IP მისამართები და მსგავსი მნიშვნელობები.

კიდევ ერთი გზა დააჭიროთ ნაკლებ კლავიშს შეყვანისას არის ბრძანებისა და არგუმენტების სახელების შემცირება. შეიძლება ბრზანების სახელის დასაწყისის შეყვანა, და თუ ის არ წარმოადგენს არაერთგავაროვანს, კონსოლი მიიღებს მას, როგორც სრული სახელი. თუ ასე აკრიფავთ:

[admin@MikroTik] > pi 10.1 c 3 si 100

იქნება ექვივალენტური:

[admin@MikroTik] > ping 10.0.0.1 count 3 size 100

თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ არა მხოლოდ დასაწყისი, არამედ ნებისმიერი სხვა შემცვლელი სახელი: თუ არ არის ზუსტი შესაბამისობა, კონსოლი დაიწყებს სიტყვის ძიებას, რომლებსაც აქვთ სტრიქონი რომელიც სრულდება, როგორც პირველი ასოები მარავალ სახელიანი სიტყვების, ან კომბინაცია, რომელიც შეიცავს ასოებს ამ სტრიქონში იგივე განლაგებაში. თუ ასეთი ერთი სიტყვა ნაპოვნია, ის იქნება დასრულებული კურსორის პოზიციაში. მაგალითად:

[admin@MikroTik] > interface x[TAB]_
[admin@MikroTik] > interface export _

[admin@MikroTik] > interface mt[TAB]_
[admin@MikroTik] > interface monitor-traffic _

სხვა მაგალითები

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ბრძანება /ip route print:

[admin@MikroTik] > ip route print
Flags: X - disabled, A - active, D - dynamic, 
C - connect, S - static, r - rip, b - bgp, o - ospf, m - mme, 
B - blackhole, U - unreachable, P - prohibit 
 #      DST-ADDRESS        PREF-SRC        G GATEWAY         DIS INTE...
 0 A S  0.0.0.0/0                          r 10.0.3.1        1   bridge1
 1 ADC  1.0.1.0/24         1.0.1.1                           0   bridge1
 2 ADC  1.0.2.0/24         1.0.2.1                           0   ether3 
 3 ADC  10.0.3.0/24        10.0.3.144                        0   bridge1
 4 ADC  10.10.10.0/24      10.10.10.1                        0   wlan1  
[admin@MikroTik] >

ნაცვლად იმისა, რომ შევიყვანოთ ip route მარშრუტი თითოეული ბრძანების წინ, მარშრუტი შეიძლება იყოს შეყვანილი ერთხელ, რომ გადავიდეთ ამ კონკრეტულ მენიუს იერარქიაში. ამგვარად, ზემოთ მოყვანილი მაგალითი შეიძლება ასე შესრულდეს:

[admin@MikroTik] > ip route
[admin@MikroTik] ip route> print
Flags: X - disabled, A - active, D - dynamic, 
C - connect, S - static, r - rip, b - bgp, o - ospf, m - mme, 
B - blackhole, U - unreachable, P - prohibit 
 #      DST-ADDRESS        PREF-SRC        G GATEWAY         DIS INTE...
 0 A S  0.0.0.0/0                          r 10.0.3.1        1   bridge1
 1 ADC  1.0.1.0/24         1.0.1.1                           0   bridge1
 2 ADC  1.0.2.0/24         1.0.2.1                           0   ether3 
 3 ADC  10.0.3.0/24        10.0.3.144                        0   bridge1
 4 ADC  10.10.10.0/24      10.10.10.1                        0   wlan1  
[admin@MikroTik] ip route>

გაითვალისწინეთ, თუ როგორ იცვლება კონსოლი იმისათვის, რომ ასახოს, თუ სად იმყოფებით თქვენ მენიუს იერარქიაში ამ მომენტში. ზედა დონეზე გადასვლისთვის, შეიყვანეთ " / "

[admin@MikroTik] > ip route
[admin@MikroTik] ip route> /
[admin@MikroTik] >

ბრძანების ერთი ნაბიჯით ზემოთ გადასვლისთვის, შეიყვანეთ " .. "

[admin@MikroTik] ip route> ..
[admin@MikroTik] ip>

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ / და .. ბრძანებეის შესრულებისთვის მენიუს სხვა დონიდან ამ დონის შეცვლის გარეშე:


[admin@MikroTik] ip route> /ping 10.0.0.1
10.0.0.1 ping timeout
2 packets transmitted, 0 packets received, 100% packet loss
[admin@MikroTik] ip firewall nat> .. service-port print
Flags: X - disabled, I - invalid 
 #   NAME                                                                PORTS
 0   ftp                                                                 21   
 1   tftp                                                                69   
 2   irc                                                                 6667 
 3   h323                                                               
 4   sip                                                                
 5   pptp                                                               
[admin@MikroTik] ip firewall nat>

ელემენტის სახელები და ნომრები

ბევრი ბრძანებათა დონეები მუშაობს ელემენტის მასივებთან: ინტერფეისები, მარშრუტები, მომხმარებლები და ა.შ. ეს მასივები ასახულია როგორც სიები. თითოეულ ელემენტს სიაში აქვს ელემენტის ნომერი რომელსაც მოჰყვება დროშა და პარამეტრების მნიშვნელობა.

ელემენტის თვისებების შესაცვლელად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ბრძანება set და განსაზღვროს ელემენტის სახელი ან ნომერი.

ელემენტის სახელები

ზოგიერთ სიებს აქვთ ელემენტები კონკრეტული სახელებით, თითოეული მათგანისთვის მითითებული. მაგალითად პუნქტებისთვის interface ან user. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ ელემენტის სახელები ნაცვლად პოზიციის ნომრებისა.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ბრძანება print ელემენტებზე მათი სახელებით მიმართვამდე. როგორც წესი, პუნქტის სახელები უფრო "სტაბილურია", ვიდრე ციფრები, ასევე უფრო ინფორმაციული, ასე რომ უპირატესობა მიანიჭეთ მათ ნომრებს კონსოლის სკრიპტების დაწერისას.

ელემენტის ნომრები

ელემენტის ნომრები ენიჭებათ ბრძანებით print და არ არის მუდმივი - სრულიად შესაძლებელია, რომ ორი თანმიმდევრული ბრძანება print ელემენტები გამოიყენებენ სხვადასხვანაირად. მაგრამ ბრძანება print-ის ბოლო შედეგები შეინახება და, ამგვარად, ერთხელ დანიშნული, პოზიციის ნომრები შეიძლება გამოყენება მას შემდეგაც კი, როცა გამოყენებული იქნება ოპერაცია add, remove და move (დაწყებული მე-3 ვერსიიდან, move ოპერაცია არ შეცვლის ნუმერაციას). ელემენტის ნომრების მითითება სესიის მიმდინარეობისას, იგივე დარჩება, მანამ სანამ არ დახურავთ კონსოლს და print-ის შემდგომ ბრძანებამდე. გარდა ამისა, ნომერი დაენიშნება ცალცალკე თითოეული ელემენტის სიისთვის, ასე რომ ip address print არ ცვლის ინტერფეისის სიის ნუმერაციას.

დაწყებული მე-3 ვერსიიდან შეიძლება გამოყენება ელემენტის ნომრების ბრზანება print შესრულების გარეშე. ნომრები დაინიშნება იმავე გზით, თუ ბრძანება print იყო შესრულებული.

თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რამოდენიმე ელემენტი, როგორც გარკვეული რამოდენიმე ბრძანებისთვის. თითქმის ყველგან, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ელემენტის ნომერი, ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ნომრების სია.

[admin@MikroTik] > interface print
Flags: X - disabled, D - dynamic, R - running
  #    NAME                 TYPE             MTU
  0  R ether1               ether            1500
  1  R ether2               ether            1500
  2  R ether3               ether            1500
  3  R ether4               ether            1500
[admin@MikroTik] > interface set 0,1,2 mtu=1460
[admin@MikroTik] > interface print
Flags: X - disabled, D - dynamic, R - running
  #    NAME                 TYPE             MTU
  0  R ether1               ether            1460
  1  R ether2               ether            1460
  2  R ether3               ether            1460
  3  R ether4               ether            1500
[admin@MikroTik] >

რეჟიმები

კონსოლური რედაქტორი ბრძანებათა სტრიქონისთვის მუშაობს მრავალსტრიქონიან რეჟიმში ან ერთ სტრიქონიან რეჟიმში. მრავალსტრიქონიან რეჟიმში, ხაზის რედაქტორი აჩვენებს სრულ შეყვანის ხაზს, მაშინაც კი, თუ ის გრძელია ერთი ტერმონალური ხაზისგან. იგი ასევე იყენებს სრული ეკრანის რედაქტორს დიდი ტექსტური მნიშვნელობის რედაქტირებისთვის, როგორიცაა სკრიპტები. ერთჯერადი ხაზის რეჟიმში, მხოლოდ ერთი ტერმინალის ხაზი გამოიყენება ბრძანებათა სტრიქონის რედაქტირებისთვის, და გრძელი ხაზები ნაჩვენებია კურსორის გარშემო. სრული ეკრანის რედაქტორი არ გამოიყენებს ამ რეჟიმს.

რეჟიმების არჩევანი დამოკიდებულია ნაჩვენები ტერმინალის შესაძლებლობებზე.

კლავიშთა კომბინაციის სია

Control-C 
კლავიატურის გაწყვეტა.
Control-D 
გასვლა (თუ შეყვანის სტრიქონი ცარიელია)
Control-K 
კურსორიდან სტრიქონის ბოლომდე გასუფთავება
Control-X 
გადართვა safe mode
Control-V 
გადართვა hotlock mode
F6 
გადართვა cellar
F1 ან ? 
გვიჩვენებს კონტექსტურ დახმარებას. თუ წინა სიმბოლოა \, შემდეგ სვამს სიმბოლოს ?.
Tab 
შესრულება completion. მეორეჯერ დაჭერიოსას, აჩვენებს დასრულების შესაძლო ვარიანტებს.
Delete 
კურსორის ქვეშ სიმბოლოს წაშლა
Control-H or Backspace 
კურსორის წინ სიმბოლოს წაშლა და კურსორის ერთი პოსიციით უკან დადატანა.
Control-\ 
კურსორის მიტანისას ხაზის გაყოფა. კურსორის პოზიციაზე ახალი სტრიქონის დამატება. ორი მიღებული ზოლიდან მეორეს ჩვენება.
Control-B or Left 
კურსორის ერთი სიმბოლოთი უკან გადატანა
Control-F or Right 
კურსორის ერთი სიმბოლოთი წინ გადატანა
Control-P or Up 
წინა სტრიქონზე გადასვლა. თუ ეს არის პირველი შეყვანის სტრიქონი, შემდეგ გავიხსენოთ წინა ჩანაწერი ისტორიიდან.
Control-N or Down 
მომდევნო სტრიქონზე გადასვლა. თუ ეს არის შეყვანის ბოლო სტრიქონი, შემდეგ გამოვიძახოთ მომდევნო ჩანაწერი ისტორიიდან.
Control-A or Home 
სტრიქონის დასაწყისში კურსორის გადატანა. თუ კურსორი უკვე სტრიქონის დასაწყისშია, და შემდეგ მიმდინარე შეყვანის პირველი სტრიქონის დასაწყისზე გადასვლა.
Control-E or End 
სტრიქონის ბოლოში კურსორის გადატანა. თუ კურსორი უკვე სტრიქონის ბოლოშია, და შემდეგ მიმდინარე შეყვანის ბოლო სტრიქონის ბოლოში.
Control-L or F5 
ტერმინალის რესეტი.

up, down და split გასაღებები კურსორს ტოვებენ სტრიქონის ბოლოში.


ჩაშენებული დახმარების სისტემა

კონსოლს აქვს ჩაშენებული დახმარების სისტემა, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, აკრეფით ?. საერთო წესი ის არის, რომ დახმარება გვიჩვენებს, რა შეგიძლიათ შეიყვანოთ პოზიციაში, სადაც ? იყო დაწკაპებული (მსგავსია [Tab] გასაღების ორჯერ დაჭერით, მაგრამ გაფართოებულ ფორმაში და განმარტებებით).

უსაფრთხო რეჟიმი

ზოგჯერ შეგიძლიათ შეცვალოთ როუტერის კონფიგურაცია ისე, რომ ის გახდის როუტერს მიუწვდომელია (გარდა ადგილობრივი კონსოლისა). ეს, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, მაგრამ არ არის არანაირი გზა, რომ გავაუქმოთ ბოლო ცვლილებები, როდესაც მარშრუტიზატორთან კავშირი უკვე დაკარგულია. უსაფრთხო რეჟიმი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ რისკის მინიმიზაციისთვის.

უსაფრთხო რეჟიმის ჩართვა ხდება დაჭერით [CTRL]+[X]. ცვლილებების შენახვა და უსაფრთხო რეჟიმიდან გამოსვლა, დააჭირეთ [CTRL]+[X] კიდევ ერთხელ. შესრულებული ცვლილებების შენახვის გარეშე გამოსვლისთვის, დააჭირეთ [CTRL]+[D]

[admin@MikroTik] ip route>[CTRL]+[X]
[Safe Mode taken]

[admin@MikroTik] ip route<SAFE>


გამოჩნდა შეტყობინება Safe Mode taken და ეს ნიშნავს, რომ კონსოლი ახლა უსაფრთხო რეჟიმშიგადავიდა. ყველა კონფიგურაციის ცვლილება, რომელიც გაკეთდა (ასევე სხვა შსვლის სეანსებიდად სისტემაში), იმ დროს როცა მარშრუტიზატორი იმყოფება უსაფრთხო რეჟიმში, ავტომატურად უქმდება, თუ უსაფრთხო რეჟიმის სეანსი დასრულდა ავარიულად. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნახოთ ყველა ასეთი ცვლილება, რომელიც იქნება ავტომატურად გაუქმებული, მონიშნული დროშის დახმარებით F სისტემის ისტორიაში:


[admin@MikroTik] ip route>
[Safe Mode taken]

[admin@MikroTik] ip route<SAFE> add
[admin@MikroTik] ip route<SAFE> /system history print
Flags: U - undoable, R - redoable, F - floating-undo
  ACTION                                   BY                 POLICY
F route added                              admin              write    

თუ telnet კავშირი (ან winbox terminal) გაითიშება, გარკვეული დროის შემდეგ (TCP ტაიმაუტი ტოლია 9 წუთს) გაუქმდება უსაფრთხო რეჟიმში განხორციელებული ყველა ცვლილება. სესიიდან გამოსვლა კომბინაციის გამოყენებით [Ctrl]+[D] გააუქმებს უსაფრთხო რეჟიმში შეტანილ ყველა ცვლილებას, ამას არ აკეთებს ჩვეულებრივი /quit.

თუ სხვა მომხმარებელი დაუკავშირდება უსაფრთხო რეჟიმის დროს, ის დაინახავს შემდეგს:

[admin@MikroTik] >
Hijacking Safe Mode from someone - unroll/release/don't take it [u/r/d]:
  • [u] - აუქმებს ყველა ცვლილებას უსაფრთხო რეჟიმში და გადაყავს მიმდინარე სესია უსაფრთხო რეჟიმში.
  • [r] - შეინახავს უსაფრთხო რეჟიმის ყველა მიმდინარე ცვლილებას და გადაყავს მიმდინარე სესია უსაფრთხო რეჟიმში. უსაფრთხო რეჟიმის წინა მომხმარებელს ეუწყება ამის შესახებ:
 
  [admin@MikroTik] ip firewall rule input
  [Safe mode released by another user]
  • [d] - ტოვებს ყველაფერს, როგორც არის.

თუ ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა უსაფრთხო რეჟიმში, და არ დარჩა სივრცე ისტორიისთვის, რომ შევინახოთ ყველა ცვლილება (ამ დროსათვის ისტორია ინახავს 100-მდე ბოლო მოქმედებებს), მაშინ სესია ავტომატურად ამოიღება უსაფრთხო რეჟიმიდან, არცერთი ცვილება არ იქნება გაუქმებული ავტომატურად. ამიტომ, უმჯობესია შეცვალოთ კონფიგურაცია მცირე ნაბიჯებით. თუ თქვენ [Ctrl] + [X] კლავიშზე ორჯერ დააჭირეთ, შეგიძლიათ უსაფრთხო რეჟიმის სიის გასუფთავება.

რეჟიმი HotLock

HotLock რეჟიმის ჩართვისას გააქტიურდება ბრძანების ავტოდასრულება.

შესვლისთვის/გამოსვლისთვის რეჟიმში HotLock დააჭირეთ [CTRL]+[V].

[admin@MikroTik] /ip address> [CTRL]+[V]
[admin@MikroTik] /ip address>>

ეს ნისანი >> აჩვენებს რომ რეჟიმი HotLock ჩართულია. მაგალითად თუ თქვენ შეიყვანთ /in e, ეს იქნება ავტომატურად დასრულებილი როგორც

[admin@MikroTik] /ip address>> /interface ethernet 

სწრაფი დახმარების მენიუ

ღილაკი F6 ჩართავს მენიუს ტერმინალის ქვედა ნაწილში, რომელიც აჩვენებს კლავიშების საერთო კომბინაციას და მათ დანიშნულებას.

[admin@RB493G] > 

tab compl ? F1 help ^V hotlk ^X safe ^C brk ^D quit

[ ზემოთ | Back to Content ]