დამწყებთათვის:მარტივი პარამეტრი

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

MikroTik მარშრუტიზატორებში არის ასისტენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ სწრაფი კონფიგურაცია.
განვიხილოთ ასეთი კონფიგურაცია MikroTik RB951G-2HnD მარშრუტიზატორის მაგალითზე.
ქვემოთ მოყვანილი პარამეტრების შემდეგ, პირველი პორტი იქნება გარე ინტერფეისი, ანუ მასზე საჭიროა კაბელის დაერთება, რომელიც მოდის ინტერნეტ პროვაიდერისგან. შიდა ქსელში გამოყენებული იქნება მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პორტები.

MikroTik მარშრუტიზატორის სწრაფი კონფიგურაცია


Wireless - განყოფილება უსადენო ქსელის კონფიგურაციით

  • Wireless Protocol (უსადენო პროტოკოლი): გამოიყენეთ 802.11
  • Network Name (უსადენო ქსელის სახელი): გამოიყენეთ თქვენთვია სასურველი სახელი
  • Frequency (სიხშირე ან არხი): თუ არ გაქვთ გამოცდილება, უკეთესია დატოვოთ მნიშვნელობა auto
  • Band (დიაპაზონი): გამოიყენეთ მითითებული მნიშვნელობა
  • Channel Width (არხის სიგანე): გამოიყენეთ მითითებული მნიშვნელობა
  • Country (ქვეყანა): გამოიყენეთ მნიშვნელობა "georgia" ან სხვა, თუ თქვენ არ ცხოვრობთ სხვა ქვეყანაში
  • WiFi Password (Wi-Fi-ს პაროლი): უსადენო ქსელთან წვდომისათვის მიუთითეთ პაროლი


Configuration - მოწყობილობის მუშაობის რეჟიმის არჩევა

  • Mode (მოწყობილობის მუშაობის რეჟიმი): მიუთითეთ "router" რომელიც შეესაბამება როუტერის მნიშვნელობას


Internet - გარე ქსელის პარამეტრები

  • IP Address (IP-მისამართი): მიუთითეთ IP-მისამართი, რომელიც თქვენ ინტერნეტ პროვაიდერმა მოგანიჭათ
  • Netmask (ქსელის ნიღაბი): მიუთითეთ ქსელის ნიღაბი, რომელიც თქვენ ინტერნეტ პროვაიდერმა მოგანიჭათ
  • Gateway (კარიბჭე): მიუთითეთ კარიბჭე, რომელიც თქვენ ინტერნეტ პროვაიდერმა მოგანიჭათ
  • DNS Servers (DNS-სერვერები): მიუთითეთ DNS-სერვერები, რომელიც თქვენ ინტერნეტ პროვაიდერმა მოგანიჭათ


Local Network - შიდა ქსელის პარამეტრები

  • IP Address (IP-მისამართი): მიუთითეთ IP-მისამართი მარშრუტიზატორის შიდა ინტერფეისს
  • Netmask (ქსელის ნიღაბი): მიუთითეთ ნიღაბი შიდა ქსელს
  • DHCP Server (DHCP-სერვერი): ჩართეთ, თუ გჭირდებათ, ისე, რომ როუტერი ანიჭებდესს IP მისამართებს დინამიურად
  • DHCP Server Range (DHCP-სერვერის დიაპაზონი): მიუთითეთ მისამართების დიაპაზონი, რომელიც გამოსცემს როუტერი
  • NAT: ამ ოფციის ჩართვა


System

  • Router Identity: მიუთითეთ მარშრუტიზატორის სახელი