დამწყებთათვის:მარშრუტიზატორზე მიერთების ვარიანტები

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

პირველი მიერთება

მას შემდეგ რაც თქვენ დააყენეთ ოპერაციული სისტემა RouterOS პერსონალურ კომპიუტერზე ან ჩართეთ როუტერი, თქვენ გექნებათ მასთან მიერთების რამოდენიმე ვარიანტი:

  • წვდომა command line ინტერფეისის მეშვეობით (CLI ან კონსოლი) SSH, Telnet, კაბელის მიერთება სერიულ პორტზე ან კლავიატურიდან, თაგვი და მონიტორი თუ თქვენს მოწყობილობაზე (იმ შემთხვევაში თუ RouterOS აყენებთ კომპიუტერზე) არის VGA დაფა.
  • წვდომა WinBox პროგრამული მართვის საშუალებით.
  • წვდომა ვებ ინტერფეისის საშუალებით (WebFig).

ყველა როუტერზე სტანდარტულად შიდა ქსელისთვის გამოიყენება IP-ქსელი 192.168.88.0/24. ზოგიერთ მოდელებში პორტი ether1 საწყის კონფიგურაციაში ის არის გარე (WAN) პორტი, გამართულია როგორც DHCP-კლიენტი და მისი გამოყენებით მიერთება შეუძლებელია. სრულად ნაგულისხმევი პარამეტრების შესახებ თითოეული მოდელისთვის შეგიძლიათ გაენოთ გვერდზე მოწყობილობის ნაგულისხმევი პარამეტრები . როგორც წესი, ნაგულისხმევად, გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:
IP-მისამართი: 192.168.88.1
ლოგინი: admin
პაროლი: არ აქვს

Icon-note.png

შენიშვნა: მიერთება MAC-Telnet-ის მეშვეობით აღწერილია აქ


მარშრუტიზატორზე მიერთების ვარიანტები

MikroTik მოწყობილობასთან მიერთების სამი ძირითადი საშუალება არსებობს:

  1. WebFig - ვებ-ინტერფეისი
  2. WinBox - სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით მიერთება
  3. Console კავშირი - SSH ან Telnet პროტოკოლების საშუალებით მიერთება

Web ინტერფეისი (WebFig)

ხელსაწყო რომელიც ახორციელებს RouterOS-ის მართვას web-ინტერფეისის მეშვეობით ეწოდება WebFig. მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მართოთ და მოახდინოთ მარშრუტიზატორის მდგომარეობის დიაგნოსტირება. წვდომა ხორციელდება ჩვეულებრივი ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ მარშრუტიზატორის IP-მისამართი, შემდეგ შეიყვანოთ მომხმარებლის მონაცემები და თქვემ მოხვდებით სწრაფი კონფიგურაციის გვერდზე. ინტერფეისის საერთო სახე ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე.

WebFig MikroTik მარშრუტიზატორების ვებ-ინტერფეისი

Icon-note.png

შენიშვნა: გაფორმების შეცვლის ვარიანტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მართვის ამ ხერხით.


აპლიკაცია (Winbox)

Winbox - ეს არის ხელსაწყო რომელიც გაძლევთ საშუალებას მართოთ Mikrotik RouterOS უბრალო და ხელმისაწვდომი გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით. ის არის ორიგინალი Win32 აპლიკაცია, ამიტომ ის Linux ან Mac OS-ზე შეიძლება გაეშვას მხოლოდ და მხოლოდ Wine-ის გამოყენებით. ალიკაცია შეიძლება ჩამოტვირთოთ მწარმოებლის ოფიციალური გვერდიდან http://www.mikrotik.com/download , ასევე მარშრუტიზატორიდანაც (თუ თქვენ გადახვალთ ბრაუზერში მის IP მისამართზე - ბმული ჩამოტვირთვაზე იქნება მისალმების გვერდზე და ასევე ვებ-ინტერფეისში). მარშრუტიზატორზე დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ IP მისამართი, ასევე mac მისამართი. ყველაზე ხშირად გამოიყენება MAC-მისამართით დაკავშირება, თუ მარშრუტიზატორის IP-მისამართი უცნობია ან და ის საერთოდ არ გააჩნია.

WinBox ხელსაწყოს საერთო სახე

კონსოლი

კონსოლი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სერიული პორტის, ტელნეტის, SSH-ის საშუალებით, ან ტერმინალის ფანჯრა Winbox-ის აპლიკაციაში. კონსოლთან დაკავშირება სერიული პორტის, ტელნეტის ან SSH-ის მეშვეობით შეგიძლიათ Putty კლიენტის გამოყენებით.

MikroTik მარშრუტიზატორების კონსოლის იტერფეისის საერთო სახე

დაკავშირების პარამეტრები სერიული პორტის გამოყენებისათვის (ყველა მოდელისთვის გარდა RouterBOARD 230):

115200bit/s, 8 data bits, 1 stop bit, no parity, flow control=none by default.

დაკავშირების პარამეტრები სერიული პორტის გამოყენებისათვის (ყველა მოდელისთვის RouterBOARD 230):

9600bit/s, 8 data bits, 1 stop bit, no parity, hardware (RTS/CTS) flow control by default.

კონფიგურაციის მეთოდები

ხელით

თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ როუტერი გრაფიკული ინტერფეისის მეშვეობით WebFig ვებ-ინტერფეისის ან Winbox აპლიკაციის გამოყენებით. ან კონსულის მეშვეობით, მარშრუტიზატორზე დაკავშირება SSH, Telnet გამოყენებით. ან გახსნათ ტერმინალის ფანჯარა WinBox-ში.
როგორც წესი, დამწყებთათვის უფრო მოსახერხებელია გრაფიკული ინტერფეისით მუშაობის პროცესის დამუშავება, მაგრამ რადგან ისინი გამოცდილებას მიიღებენ, მიხვდებიან, რომ ბრძანებათა სტრიქონიდან კონფიგურაცია ბევრად უფრო სწრაფია.

კონფიგურაციის ფაილების გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ კონფიგურირებული კონფიგურაციის ფაილი, რათა სწრაფად დააკონფიგურიროთ როუტერი.

[ ზემოთ | Back to Content ]