დამწყებთათვის:სარეზერვო კოპირება

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

შესავალი

RouterOS-ში არსებობს სარეზერვო კოპირების 2 ტიპი: .backup (კონფიგურაციის ბინარული ფაილი) და .rsc (ფაილი, რომელშიც მთელი კონფიგურაცია წარმოდგენილია კონსოლური ბრძანებების ტექსტის სახით). ტიპი .rsc არ შეიძლება იქნას ექსპორტირებული ან იმპორტირებული გრაფიკულ რეჟიმში, და იმპორტირება შეიძლება მხოლოდ კონფიგურაციის რესეტის დიალოგში.

გრაფიკული ინტერფეისიდან

ფორმატი .backup

ექსპორტი

სარეზერვო კოპირება (ექპორტი) MikroTik-ის გრაფიკული ინტერფეისიდან
  1. განყოფილებაში Files დააჭირეთ ღილაკს Backup
  2. შეიყვანეთ სასურველი სახელი
  3. საჭიროა პაროლი და დაშიფვრის დაყენება
  4. დააჭირეთ ღილაკს Backup
  5. ფაილების სიაში უნდა გამოჩნდეს ფაილი სახელით რომელიც თქვენ შეიყვანეთ და გაფართოებით .backup

იმპორტი

აღდგენა (იმპორტი) MikroTik-ის გრაფიკული ინტერფეისიდან
  1. განყოფილებაში Files აირჩიეთ სასურველი სარეზერვო ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Retore
  2. შეიყვანეთ პარილი, თუ ეს იყო მითითებული
  3. დააჭირეთ ღილაკს Restore
  4. დააჭირეთ Yes - ამიშ შემდეგ მარშრუტიზატორი გადაიტვირთება და აღდგება კონფიგურაციები

ფორმატი .rsc

ექსპორტი

ექსპორტი გრაფიკული ინტერფეიდან შეუძლებელია.

იმპორტი

სარეზერვო კოპირების (ექსპორტი) პარამეტრები, MikroTik-ის გრაფიკული ინტერფეისიდან *.rsc ფორმატში
  1. აირჩიეთ განყოფილება System
  2. აირჩიეთ განყოფილება Restore
  3. შეამოწმეთ ფაილების სია განყოფილებაში Files და აირჩიეთ სასურველი
  4. აირჩიეთ ეს ფაილი ჩამოშლად სიაში Run After Reset
  5. აირჩიეთ Reset Configuration, შემდეგ Yes - ამის შემდეგ როუტერი გადაიტვირთება და არჩეული კონფიგურაციის ფაილი იქნება გამოყენებული

კონსოლიდან

ფორმატი .rsc

ექსპორტი

ფაილის ექსპორტისას რომელსაც თქვენ მიუთითეთ სახელი კონსოლში და გაფართოებით .rsc გამოჩნდება განყოფილებაში Files.

მთელი კონფიგურაციის ექსპორტი:

export file=test.rsc

ცალკე განყოფილების ექსპორტი (მაგალითად განყოფილება ip adress):

/ip address export file=address.rsc

იმპორტი

import file=test.rsc


პრობლემების გამოსწორება იმპორტისას ან ექსპორტისას

  • სცადეთ მთლიანად დაარესეტოთ მოწყობილობა და გამოიყენოთ კონფიგურაცია
  • სცადეთ გამოიყენოთ გასაღები
verbose=yes

ის გაჩვენებთ ფაილის რომელ ნაწილში შეჩერდა იმპორტი, ეს გასაღები შეიძლება გამოყენებულ იქნას ექსპორტის პრობლემებისას. (პრინციპი იგივეა, გამოჩნდება ადგილი, სადაც ექსპორტი შეჩერდა)

იმპორტისას:

import file=test.rsc verbose=yes

ექსპორტისას:

export file=test.rsc verbose=yes

ფორმატი .backup

ექსპორტი

system backup save name=test

იმპორტი

system backup load name=test

შეიძლება პაროლი მოგთხოვოთ, თუ პაროლი არ არის მითითებული, მაშინ ის ცარიელი იქნება და უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს enter.

პაროლი მოთხოვნის დიალოგის შემდეგ იქნება გადატვირთვის დიალოგი, რომელშიც უნდა შეიყვანოთ y, რის შემდეგაც იქნება გადატვირთული და კონფიგურაციის აღდგენა შერჩეული ფაილისგან.