დამწყებთათვის:სისტემის პაკეტები

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

რეზიუმე

RouterOS მხარდაჭერილი სხვადასხვა ფუნქციებით და ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით, საჭიროა სისტემური პაკეტების სხვადასხვა კომპლექტი. (ოფციები, გაფართოებული ფუნქციებით). შედეგად, სისტემურ ადმინისტრატორს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს რა ფუნქციონირება არის ხელმისწვდომი. პაკეტები გაიცემა მხოლოდ კომპანია MikroTik-სგან. სხვა კომპანიების მიერ გაცემული პაკეტები დაუშვებელია.

პაკეტების მიღება

პაკეტები შეგიძლიათ გადმოწეროთ საიტის ჩამოტვირთვის გვერდზე MikroTik ან სარკეები რომელიც ჩამოთვლილია ამ გვერდზე. MikroTik მიერ პაკეტების მიღების სხვა გზები არ არის გათვალისწინებული.

RouterOS-ის პაკეტების ტიპები

მარტივი სახლის შიდა მოხმარების როუტერისთვის, ერთი პაკეტი system საკმარისია იმისათვის, რომ უზრუნველყოს ძირითადი ფუნქცია. შემდეგი შეიძლება იყოს პაკეტი DHCP, თუ ინტერნეტ პროვაიდერი განიჭებთ IP-მისამართს ამ ტექნოლოგიის გამოყენებით. პაკეტი PPP შეიძლება საჭირო იყოს, თუ გჭირდებათ PPPoE ან PPTP ტიპის კავშირი. დარჩენილი პაკეტები არ არის საჭირო უბრალო სახლის როუტერისათვის. რეკომენდირებული დააყენოთ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად გჭირდებათ თქვენ ისინი.


Package Features
advanced-tools (mipsle, mipsbe, ppc, x86) უტილიტები: ping, netwatch, ip-scan, sms tool, wake-on-LAN
calea (mipsle, mipsbe, ppc, x86) მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტები კონკრეტული გამოყენების მოთხოვნების შესაბამისად "Communications Assistance for Law Enforcement Act" აშშ-ში
dhcp (mipsle, mipsbe, ppc, x86) DHCP კლიენტი და სერვერი
gps (mipsle, mipsbe, ppc, x86) GPS მოწყობილობის ტავსებადობა (Global Positioning System)
hotspot (mipsle, mipsbe, ppc, x86) სერვერი HotSpot პორტალი მომხმარებლის მართვისათვის (user management)
ipv6 (mipsle, mipsbe, ppc, x86) IPv6 მხარდაჭერა
mpls (mipsle, mipsbe, ppc, x86) MPLS პროტოკოლის მხარდაჭერა (Multi Protocol Labels Switching support)
multicast (mipsle, mipsbe, ppc, x86) მრავალმხრივი გადაცემია მხარდაჭერა (Multicast) და IGMP-Proxy
ntp (mipsle, mipsbe, ppc, x86) NTP-სერვერი და კლიენტი. NTP-კლიენტი უკვე ჩაშენებულია პაკეტში "system" და სრულად ფუნქციონირებს ამ პაკეტის ინსტალაციის გარეშე.
openflow (mipsle, mipsbe, ppc, x86) OpenFlow მხარდაჭერა
ppp (mipsle, mipsbe, ppc, x86) MlPPP client, PPP, PPTP, L2TP, PPPoE, ISDN PPP კლიენტები და სერვერები
routerboard (mipsle, mipsbe, ppc, x86) RouterBOOT წვდომა და მართვა. სპეციალური ინფორმაცია RouterBOARD-ის შესახებ.
routing (mipsle, mipsbe, ppc, x86) დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლების მხარდაჭერა: RIP, BGP, OSPF და მარშრუტიზაციის უტილიტი: BFD, ფილტრები მარშრუტისათვის და სხვა.
security (mipsle, mipsbe, ppc, x86) IPSEC, SSH, Secure WinBox მხარდაჭერა
system (mipsle, mipsbe, ppc, x86) მარშრუტიზატორის ძირითადი ფუნქციონირება: სტატიკური მარშრუტიზაცი, IP-მისამართი, sNTP, telnet, queues, firewall, web-proxy, DNS-ქეში, TFTP, IP-address pools, SNMP, packet sniffer, უტილიტი ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა, გამტარუნარიანობის ტესტი, Torch, ხიდის კავშირები (bridging), VLAN, პროტოკოლები: EoIP, IPIP, VRRP და სხვა. ასევე RouterBOARD-ის პლატფორმისთვის მხარდაჭერილია MetaROUTER
ups (mipsle, mipsbe, ppc, x86) APC ფირმის უსადენო კვების წყაროების მართვა
user-manager (mipsle, mipsbe, ppc, x86) Hotspot-ის მართვის სერვერი და სხვა ინსრტუმენტებით მომხმარებლების მართვა
wireless (mipsle, mipsbe, ppc, x86) უსადენო ქსელის მხარაჭერა.
arlan (x86) Aironet Arlan მხარდაჭერა
isdn (x86) ISDN მოდემების მხარდაჭერა
lcd (x86) LCD ეკრანის მხარდაჭერა პარალელური ან სერიული პორტის მეშვეობით მოწყობილობებისათვის. არ არის საჭირო LCD ეკრანები Routerboard-ისგან.
radiolan (x86) RadioLan ბარათების მხარაჭერა
synchronous (x86) FarSync მხარდაჭერა
routeros-mipsle (mipsle) კომბინირებული პაკეტები mipsle-თვის (RB100, RB500) (მოიცავს system, hotspot, wireless, ppp, security, mpls, advanced-tools, dhcp, routerboard, ipv6, routing)
routeros-mipsbe (mipsbe) კომბინირებული პაკეტები mipsbe-თვის (RB400) (მოიცავს system, hotspot, wireless, ppp, security, mpls, advanced-tools, dhcp, routerboard, ipv6, routing)
routeros-powerpc (ppc) კომბინირებული პაკეტები powerpc-თვის (RB300, RB600, RB1000) (მოიცავს system, hotspot, wireless, ppp, security, mpls, advanced-tools, dhcp, routerboard, ipv6, routing)
routeros-x86 (x86) კომბინირებული პაკეტები x86-თვის (Intel/AMD PC, RB230) (მოიცავს system, hotspot, wireless, ppp, security, mpls, advanced-tools, dhcp, routerboard, ipv6, routing)

პკეტებთან მუშაობა

Menu: /system package

ამ სექციაში ჩამოთვლილი ბრძანებები ძალაშია მხოლოდ როუტერის გადატვირთვის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ეს ქმედებები გადატვირთვის წინ.

ბრძანება აღწერა
disable სისტემის პაკეტების გამორთვა.
downgrade RouterOS-ის ძველი ვერსიის დაყენება. გადატვირთვის დროს შეეცდება იპოვოს RouterOS-ის ძველი ვერსია რომელიც ხელმისაწვდომის სისტემურ პაკეტებში, რომლებიც ატვირთულია როუტერზე.
print პაკეტების შესახებ ინფორმაციის გამოტანა: ვერსია, მდგომარეობა, მდგომარეობის დაგეგმილი ცვლილებები და სხვა.
enable პაკეტის აქტივაციის დაგეგმვა
uninstall მარშრუტიზატორიდან პაკეტის წაშლის დაგეგმვა.
unschedule მარშრუტიზატორიდან პაკეტის წაშლის დაგეგმვის გაუქმება.

მაგალითები

ხელმისაწვდომია პაკეტების ჩვენება

 /system package print 
Flags: X - disabled 
 #   NAME                    VERSION                    SCHEDULED              
 0 X ipv6                    3.13                                              
 1   system                  3.13                                              
 2 X mpls                    3.13                                              
 3 X hotspot                 3.13                                              
 4   routing                 3.13                                              
 5   wireless                3.13                                              
 6 X dhcp                    3.13                                              
 7   routerboard             3.13                                              
 8   routeros-mipsle         3.13                                              
 9   security                3.13                                              
 10 X ppp                     3.13                                              
 11   advanced-tools          3.13

პაკეტის წაშლა

პაკეტის წაშლის დაგეგმვა და მარშრუტიზატორის გადატვირთვა.

 /system package uninstall ppp; /system reboot; 
Reboot, yes? [y/N]:

პაკეტის გამორთვა

პაკეტის გამორთვის დაგეგმვა და მარშრუტიზატორის გადატვირთვა.

 /system package disable hotspot; /system reboot;
Reboot, yes? [y/N]:

RouterOS-ის ვერსიის დაწევა (downgrade)

 /system package downgrade; /system reboot;
Reboot, yes? [y/N]: 

გამორთვის ან წაშლის გაუქმება

 /system package unschedule ipv6