დამწყებთათვის:FAQ

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

საერთო კითხვები

კითხვა: მე მაქვს TP-link, D-Link, Asus, Zyxell ან სხვა რაღაც. აქვს თუ არა მნიშვნელობა ჩემნთვის როუტერის შეცვლას?
პასუხი: RouterOS-ის მნიშვნელობა გაფართოებული ფუნქციონალურობაა, რომელიც, როგორც წესი, არ არის, ან არ არსებობს მისი ზუსტი გამართვის შესაძლებლობა. მაგალითად: QoS, VPN, OSPF მარშრუტიზაცია და სხვა მრავალი. თუ ჩამოთვლითაგან არც ერტი არ გინდა, მაშინ MikroTik-ზე გადასვლას აზრტი არ აქვს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა MikroTik RouterOS- ის შემოწმება ლიცენზიის ან მზა აპარატურის როუტერის შეძენამდე?
პასუხი: დიახ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ინსტალერი კომპანია MikroTik-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან და დააყენოთ თქვენს მოწყობილობაზე, მათ შოირის ვირტუალურ მანქანაზე. მარშრუტიზატორს ექნება სრული ფუნქციონირება ლიცენზიის გასაღების შეყვანის აუცილებლობის გარეშე. სრული ფუნქციონალური რეჟიმი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში. ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ შეამოწმოთ ფუნქციონირება სამი დღის განმავლობაში, დღეში რვა საათი.

კითხვა: სად შევიძინო სალიცენზიო გასაღები?
პასუხი: უნდა შექმ,ნათ ანგარიში საიტზე http://mikrotik.com. შემდეგ შეგიძლიათ გადაიხადოთ საბანკო ბარათის გამოყენებით.

ტექნიკური კითხვები

კითხვა: რას წარმოადგენს MikroTik RouterOS?
პასუხი: MikroTik RouterOS - ეს არის მარშრუტიზატორის ოპერაციული სისტემა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ჩვეულებრივი კომპიუტერიდან შექმნათ მარშრუტიზატორი ან აპარატურის პლატფორმა MikroTik RouterBOARD.

კითხვა: მარშრუტიზატორის რომელი პორტი არის გარე?
პასუხი: MikroTik-ის მარშრუტიზატორებს არ აქვთ გამოყოფილი გარე პორტი, როგორც ეს გაკეთებულია უბრალო სახლის მარშრუტიზატორებზე. გარე პორტი იქნება ის, რომელსაც თქვენ აირჩევთ. მაგალთად, ხუთ პორტიან მარშრუტიზატორზე თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ 4 გარე პორტი სხვადასხვა პროვაიდერებისთვიუს და ერთი შიდა. თუმცა, ამ ხუთ პორტიდან შეიძლება ნებისმიერი იყოს შიდა.

კითხვა: როგორ აღვადგინოთ დავიწყებული პაროლი?
პასუხი: თუ დაგავიწყდათ პაროლი, მისი აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს. დაგჭირდებათ ოპერაციული სისტემის RouterOS გადაყენება.

კითხვა: როგორ დავუკავშირდე მარშრუტიზატორს, თუ მას არ აქვს IP-მისამართი და არ არის შესაზლებლობა კონსოლ-კაბელის გამოყენებით დაკავშირება?
პასუხი: WinBox აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას დაუკავშირდეთ მარშრუტიზატორს MAC-მისამართით.

კითხვა: რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს როუტერი?
პასუხი: ჩვეულებრივი კომპიუტერი, როგორც წესი, იქნება უფრო სწრაფი, ვიდრე აპარატურული მარშრუტიზატორები.

კითხვა: RouterOS რამდენად შედარებადია ფუნქციონალურობით Cisco IOS-თან?
პასუხი: RouterOS-ს შეუძლია გააკეთოს ბევრი რამ, რაც Cisco IOS-ს შეუძლია. მაგრამ ამავე დროს ბევრად უფრო იაფია. მოკლედ შეიძლება ითქვას ასე: "ამდენ მარშრუტიზატორს ამ თანხად არავინ შემოგთავაზებს".

კითხვა: რომელი ოპერაციული სისტემა უნდა დავაყენოთ, რომ გამოვიყენოთ RouterOS?
პასუხი: ცალკეული ოპერაციული სისტემა არ არის აუცილებელი. MiKroTik RouterOS არის ოპერაციული სისტემა, აგებულია Linux ბირთვის ბაზაზე.

კითხვა: რა მოცულობის მეხსიერაბა დამჭირდება რომ დავაინსტალირო MikroTik RouterOS?
პასუხი: MikroTik RouterOS თავსებადია დისკებთან 8გბ-ზე ზემოთ. მაგრამ ინსტალაციის წინ დარწმუნდით, რომ კომპიუტერის დედა დაფა თავსებადია იმ მოცულობის დისკებთან რომელიც თქვენ გჭირდებათ.

კითხვა: რომელია უკეთესი, RouterOS დაინსტალირებული სტაციონალურ კომპიუტერზე თუ აპარატურული მარშრუტიზატორი?
პასუხი: RouterOS, დაინსტალირებული სტაციონალურ კომპიუტერზე ყოველთვის იქნება პროდუქტიული. ამასთან ერტად აპარატურული მარშრუტიზატორი, როგორც წესი, უფრო საიმედო იქნება. ასევე აპარატურული მარშრუტიზატორების ბევრი მოდელი თავსებადია SFP მოდულთან და ასევე აქვთ ჩაშენებული უსადენო მოდული.


[ ზემოთ | Back to Content ]