დამწყებთათვის:RouterOS განახლება

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

განახლება გრაფიკული ინტერფეისიდან

განახლების შემოწმება და დაყენება. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არის თუ არა განახლება და მის არსებობის შემთხვევაში დავაყენოთ ისინი. ქვემოთ მოცემული სკრინშოტი აჩვენებს, რომ განახლებები ხელმისაწვდომია. ველი "Installed Version:" - ეს არის დაყენებული ვერსია 6.35, ხლო ველი "Latest Version:" - ეს კი ბოლო ხელმისაწვდომი ვერსია 6.35.2.

გრაფიკული ინტერფეისიდან RouterOS-ის განახლება უახლეს ვერსიამდე, განახლების დაყენება


გადატვირთვა. განახლების დაყენების შემდეგ მარშრუტიზატორი ავტომატურად გადაიტვირთება.

დაყენებული RouterOS-ის შემოწმება. გადატვირთვის შემდეგ ხელახლა უნდა მივერთდეთ მარშრუტიზატორზე და დავრწმუნდეთ, რომ უახლესი ვერსია დაყენებულია.

გრაფიკული ინტერფეისიდან RouterOS-ის განახლება უახლეს ვერსიამდე, დაყენებული განახლების შემოწმება


ახალი "firmware"-ს შემოწმება. შემდეგი ნაბიჯი არის ახალი აპარატურული firmware-ის ხელმისაწვდომობის შემოწმება.. ეს არის BIOS-ის ანალოგი კომპიუტერისთვის.. "Current Firmware:" - ეს არის დაყენებული Firmware, ხოლო "Upgrade Firmware:" - ეს კი ხელმისაწვდომი firmware განახლებისთვის. თუ არსებობს ახალი firmware, მაშინ თქვენ უნდა დააყენოთ და გადატვირთეთ მარშრუტიზატორი.

გრაფიკული ინტერფეისიდან RouterOS-ის განახლება უახლეს ვერსიამდე, ახალი აპარატურული firmware-ს შემოწმება


ახალი აპარატურული firmware-ს შემოწმება. გადატვირთვის შემდეგ ხელახლა უნდა მივერთდეთ მარშრუტიზატორზე და დავრწმუნდეთ, რომ აპარატურული firmware-ს უახლესი ვერსია დაყენებულია.

გრაფიკული ინტერფეისიდან RouterOS-ის განახლება უახლეს ვერსიამდე, დაყენებული განახლების შემოწმება

განახლება კონსოლით

RouterOS-ის განახლებების შემოწმება:

/system package update
check-for-updates


კონსოლიდან RouterOS-ის განახლება უახლეს ვერსიამდე, განახლების შემოწმება


RouterOS-ის განახლების დაყენება თუ ხელმისაწვდომია:

:if ( [get status] = "New version is available") do={ install }


კონსოლიდან RouterOS-ის განახლება უახლეს ვერსიამდე, განახლების დაყენება


Icon-note.png

შენიშვნა: ზემოთ არის ნაჩვენები განახლების გაყენების რთული მეთოდი. თქვენ ასევე შეგიძლიათ უბრალოდ შეიყვანოთ ბრძანება install და სისტემა დააყენებს მათ.


გადატვირთვის შემდეგ დავრწმუნდეთ, რომ RouterOS განახლდა.


ახალი აპარატურული firmware-ს შემოწმება:

/system routerboard
print


აპარატურული firmware-ს განახლების დაყენება თუ ის ხელმისაწვდომია:

upgrade


გადატვირთეთ მარშრუტიზატორი.


გადატვირთვის შემდეგ დავრწმუნდეთ, რო აპარატურული firmware განახლდა.