დამწყებთათვის:WinBox

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ზოგადი

WinBox ეს არის აპლიკაცია Mikrotik RouterOS-ის სამართავად, სისტემისთვის ადვილი გამოსაყენებელი და მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები ინტერფეისი. ეს არის ორიგინალი Win32 აპლიკაცია, ამიტომ მისი გამოყენებისათვის აუცილებელია ოპერაციული სისტემა Windows ან ხელსაწყო WINE რომ ის გამოვიყენოთ Linux-ზე ან Mac OSx-ზე.

WinBox-ის უახლესი ვერსიის: ჩამოტვირთვა WinBox

შესვლის ფანჯარა

აპლიკაცია შეიძლება იყოს გადმოწერილი მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან http://www.mikrotik.com/download , ასევე თავად მარშრუტიზატორიდან (თუ თქვენ ბრაუზერში გადახვალთ მის IP მისამართზე - ბმული ჩამოსათვირთად იქნება მისალმების გვერდზე და ასევე ვებ-ინტერფეისის შიგნით). მარშრუტიზატორთან დასაკავშირებლად თქვენ შეგიძლიათ გაოიყენოთ IP-მისამართი, ასევე MAC-მისამართი. ყველაზე ხშირად გამოიყენება MAC-მისამართით დაკავშირება, თუ მარშრუტიზატორის IP-მისამართი უცნობია ან და ის საერთოდ არ გააჩნია.

WinBox შესვლის ფორმა 1
WinBox შესვლის ფორმა2

პირველი გაშვების შემდეგ თქვენ იხილავთ შესვლის ფორმას რომელიც ნაჩვენებია სურათზე "შესვლის ფორმა 1". მასზე ღილაკები აღნიშნულია ციფრებით:

  1. Add/Set - შეინახავს დაკავშირების პარამეტრებს ჩანართის სიაში Managed, რომელიც არის ქვემოთ
  2. Connect To RoMON - RouterOS-ზე დაკავშირება პროტოკოლით RoMON
  3. Connect - RouterOS დაკავშირება მიმდინარე პარამეტრებით
  4. Neighbors - გადართვა ჩანართში მოწყობილობების აღმოჩენა ლოკალურ ქსელში
  5. Set Master Password - Managed ჩანართში შენახული დაკავშირებების სიაზე წვდომის პაროლის დაცვით უზრუნველყოფა

სქრინშოტზე "შესვლის ფორმა 2" ნაჩვენებია შესვლის ფორმა ჩანართი Managed გადართვის შემდეგ ჩანართზე Neighbors.
ველზე MAC დაჭერისას (ციფრი 2) ან IP(ციფრი 3) კონკრეტულ კვანძზე Neighbors ჩანართზე თქვენ დაჭერით მონიშნავთ ამ მიოსამართს ველში Connect To(ციფრი 1). ღილაკი Refresh(ციფრი 4) ემსახურება ემსახურება ქსელის ხილული მოწყობილობების ჩამონათვალის განახლებას.

მთავარი ფანჯარა

მთავარი ფანჯარა WinBox-ში შესვლის შემდეგ

სქრინშოტზე "მთავარი ფანჯარა" თქვენ ხედავთ მთავარი ფანჯრის 2 ვარიანტს - MAC-ით მიერთებისას (ციფრი 1,3) ან IP მისამართით (ციფრი 2,4). MAC-ის ან IP მისამართის გარდა, ფანჯარაში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

<მომხმარებლის სახელი>@<IP ან MAC მისმართი> (<სისტემის სახელი>)- <WinBox-ის ვერსია> on <მოწყობილობის მოდელი> (მოწყობილობის არქიტექტურა)


ციფრი 5 ქვეშ მონიშნულია ელემენტის სტატუსი, მონიშნულის გასაშიფრად, თაგვის კურსორი მიიტანეთ მონიშნულზე.
ციფრი 6 ქვეშ ნაჩვენებია გამორთული ელემენტის მაგალითი.
ციფრი 7 ქვეშ ნაჩვენებია შეცვლილი ელემენტის მნიშვნელობა (ლურჯი ფერითაა განათებული).
ციფრი 8 ქვეშ ნაჩვენებია მნიშვნელობის ინვერსიის მაგალითი (ლოგიკური უარყოფა).
ციფრი 9 ქვეშ აღნიშნულია ღილაკი Safe mode - ის ააქტიურებს "უსაფრთხო რეჟიმს" - მისი გააქტიურების შემდეგ, სისტემა აკვირდება კავშირს WinBox-სა და RouterOS-ს შორის და იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქმედებები გამოიწვევს კომუნიკაციის დაკარგვას, ცვლილებებს დააბრუნებს უკან.

ძირითადი ღილაკების აღწერა

  • Winbox-add.png Add - ელემენტის დამატება არჩეულ განყოფილებაში
  • Winbox-add2.png Add (with options) - ელემენტის დამატება, ელემენტის ტიპის არჩევის შესაძლებლობით (ისარი რომელიც მიუთითებს ქვემოთ მასზე დაჭერისას გამოჩნდება კონტექსტური მენიუ ტიპების ვარიანტებით) არჩეულ განყოფილებაში
  • Winbox-remove.png Remove - არჩეული ელემენტის წაშლა (კონსოლში remove ბრძანების ანალოგიურად)
  • Winbox-enable.png Enable - არჩეული ელემენტის ჩართვა (კონსოლში enable ბრძანების ანალოგიურად)
  • Winbox-disable.png Disable - არჩეული ელემენტის გამორთვა (კონსოლში disable ბრძანების ანალოგიურად)
  • Winbox-comment.png Comment - კომენტარების დამატება ან რედაქტირება
  • Winbox-sort.png Sort - საშუალებას გაძლევთ დაალაგოთ ელემენტები სხვადასხვა კრიტერიუმებით

ცალკე განყოფილების შიგნით (შესაზლებელია მას დავარქვათ ასევე - მოდული)შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ ელემენტების სახე და განახორციელოთ ძიება ან მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებული ელემენტების ჩვენება.(სქრინშოტზე ნაჩვენებია ჩამოსაშლელ მენიუდან არჩევა, ყველა მარშრუტი რომელიც შედის ჯგუფში main).

ნაჩვენები ელემენტების დალაგება

ფილტრის გამართვის მაგალითი WinBox-თ გამოყენებისას


მაგალითი იმისა, თუ როგორ სწრაფად გაფილტროთ მარშრუტები, რომლებიც შეესაბამება მისამართების დიაპაზონს 10.0.0.0/8:

  1. დააჭირეთ ღილაკს Sort
  2. აირჩიე პუნქტი Dst.Address ჩამოშლად სიაში
  3. აირჩიე პუნქტი in. in - ნიშნავს იმას, რომ სასურველი კრიტერიუმები იქნება ნებისმიერი დიაპაზონის შიგნით
  4. შეიყვანეთ სასურველი ქსელის მნიშვნელობა(ჩვენს მაგალითში 10.0.0.0/8)
  5. ეს ღილაკები დამატებით ფილტრებს დაამატებენ ან წაშლიან.
  6. დაწკაპეთ Filter რომ გამოვიყენოთ ფილტრი.

როგორც ხედავთ სქრინშოტზე - ელემენტები დალაგდა ჩვენს მიერ მითითებული ფილტრით.

შედარების ოპერატორი (ნომერი 3 სქრინშოტზე) შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ლოგიკური ღირებულებით.. მაგალისთისათვის ფანჯარა "Ip Route" აქვს მხოლოდ ორი - is და in. სხვა ფანჯრები შეიძლება შეიცავდნენ სხვა მნიშვნელობებს - is not, contains, contains not.

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ და წაშალოთ ფილტრები - ციფრი 5 სქრინშოტზე.

სვეტების ჩვენების სიის გამართვა

სვეტების ჩვენების სიის გამართვა WinBox-ის გამოყენებით


Winbox საშუალებას გაძლევთ გამართოთ სვეტების ჩვენება თითოეული ფანჯარისთვის. მაგალითი "Route List" ფანჯარისთვის დავამატოთ სვეტი "BGP AS path column":

  1. დააჭირეთ პატარა ღილაკს ისრით (1) სვეტების სათაურიდან მარჟვნივ ან დააჭირეთ თაგვის მარჯვენა ღილაკით მარშრუტების სიას.
  2. ჩამოშლად მენიუში აირჩიეთ Show Columns (2) და ჩამოშლად ქვემენიუში აირჩიეთ სასურველი სვეტი ჩასართავად (ან გამოსართავად) - ჩვენს მაგალითში ეს არის BGP AS Path (3)

გაკეთებული ცვლილებები შეინახება მომდინარე და ყველა შემდეგ ჯერზე Winbox-ს გაშვებისთვის.

დეტალური რეჟიმი

WinBox-ში ოფციის "დეტალური რეჟიმი" ჩართვა

ასევე შესაძლებელი Detail mode დეტალური რეჟიმის ჩართვა. ამ რეჟიმში ყველა პარამეტრი გამოჩნდება სვეტში, პირველი სვეტი არის პარამეტრის სახელი, მეორე სვეტი არის პარამეტრის მნიშვნელობა.

ამ რეჟიმის ჩასართავად დააჭირეთ ელემენტების სიაზე მარჯვენა ღილაკით და ჩამოშლად მენიუში აირჩიეთ Detail mode.

დაჯგუფება კატეგორიის მიხედვით

თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ელემენტების ჩვენება კატეგორიის მიხედვით.

დაჯგუფება კატეგორიის მიხედვით WinBox-ში

აიღე და ჩააგდე (Drag & Drop)

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მექნიზმი "აიღე და ჩააგდე" (ფაილის კოპირების მეტოდი ჟესტით თაგვით ფაილის გადატანა), როგორც Windows-ის ოჯახის ოპერაციულ სისტემებში. Linux-ში და Mac OS-ში ეს ფუნქცია მიუწვდომელია.

გადატანა & ჩასმა WinBox-ში

ტრაფიკის მონიტორინგი

Winbox შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ტრაფიკის მონიტორინგი ყველა ინტერფეისზე, queue ან firewall rule რეალური დროის რეჟიმში.

ტრაფიკის მონიტორინგი WinBox-ით

ელემენტების კოპირება

განვიხილოთ რამდენად ადვილია ელემენტების კოპირება Winbox-ში. ამ მაგალითში, ჩვენ გამოვიყენებთ COPY-ს რომ გრდავქმნათ დინამიური PPPoE server სტატიკურ ინტერფეისში.

ეს სქრინშოტი აჩვენებს საწყის მდგომარეობას, ვხედავთ ასოებს DR, "D" ნიშნავს Dynamic (დინამიური):

ელემენტების კოპირება Winbox-ში

ინტერფეისზე ორჯერ დწკაპებით და COPY-ზე დაწკაპებით:

ელემენტების კოპირება Winbox-ში

გამოჩნდება ახალი ინტერფეისის ფანჯარა, ავტომატურად შეიქმნება ახალი სახელი (ჩვენს შემთხვევაში pppoe-in1)

ელემენტების კოპირება Winbox-ში

ამის შემდეგ, გამორთვისას/ჩართვისას ეს ინტერფეისი იქნება Static (სტატიკური):

ელემენტების კოპირება Winbox-ში

პარამეტრებიუს შენახვა

მართვადი მარშრუტიზატორების სიის შენახვა - მენიუში File გამოიყენეთ პუნქტი Save As და გახსენით ფუნქციები, რომ შეინახოთ მართვადი მარშრუტიზატორების სია ფაილში და ის ხელახლა გახსნათ სხვა მუშა სადგურებზე.

მარშრუტიზატორის სესიის გადაცემა - მენიუში Tools, გამოიყენეთ პუნქტი Export და Import ფაილშ არსებული სესიების შესანახად და ის ხელახლა გახსნათ სხვა მუშა სადგურებზე.

პრობლემები

Winbox არ უკავშირდება როუტერს IP მისამართით

შეამოწმეთ, რომ Windows Firewall (ან სხვა Firewall) ხელს უშლიდეს და ბლოკავდეს WinBox-ის მუშაობას

შეცდომა გაქვთ '(port 20561) timed out' როდესაც თქვენ ცდილობთ როუტერთან mac მისამართით დაკავშირებას

Windows (7/8) არ იძლევა საშუალებას mac დაკავშირების თუ ფუნქცია "file and print sharing" გამორთულია.

[ ზემოთ | Back to Content ]