სხვა:Fasttrack

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აღწერა

IPv4 FastTrack ოფცია გამოიყენება კავშირის ავტომატური მარკირებისთვის. მხოლოდ TCP და UDP კავშირები შეიძლება იყოს მარკირებული. IPv4 FastTrack მხარდაჭერილია NAT-თან (SNAT, DNAT ან ორივე). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა პაკეტი შეიძლება არ გაიგზავნოს fasttrack კავშირის გამოყენებით, მაშინაც კი, თუ ისინი სწორად არის მარკირებული. ამ მიზეზით, fasttrack-კავშირი მოდის იდენტური წესის შემდეგ action=accept. FastTrack-ის გამოყენებისას ძირითად ნაწილში არ იმუშავებს Firewall, trace of connections, queues, IP ტრაფიკის აღრიცხვა, IPSec, უნივერსალური კლიენტი Hotspot, VRF განაწილება. ამ მიზეზით, ადმინისტრატორმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური რომ fasttrack არ ფარაფდეს მარშრუტიზატორის სხვა პარამეტრებს.

IPv4 FastTrack იმუშავებს იმ პირობით თუ იქნება შესრულებული შემდეგი პირობები:

  • არ გამოიყენრბა mesh ან metarouter;
  • sniffer, torch ან traffic generator არაა გაშვებული;
  • /tool mac-scan აქტიურად არ გამოიყენება;
  • /tool ip-scan აქტიურად არ გამიყენება.

მხარდაჭერადი აპარატურული პლატფორმები

Fasttrack მხარდაჭერილია შემდეგ მოწყობილობებზე:

RouterBoard Интерфейс
RB6xx series ether1,2
RB7xx series all ports
RB800 ether1,2
RB9xx series all ports
RB1000 all ports
RB1100 series ether1-11
RB2011 series all ports
RB3011 series all ports
CRS series routers all ports
CCR series routers all ports
All devices wireless interfaces, if wireless-fp or wireless-cm2 package used

მაგალითი

თავდაპირველი კონფიგურაცია

მაგალითად, სახლის მარშრუტიზატორზე სტანდარტულად ქარხნული პარამეტრებით შეიძლება ლოკალური ქსელის მთლიანი ტრაფიკის მარკირება Fasttrack ოფციის დახმარებით შემდეგი წესებით, მოთავსებული ფეირვოლში ყველაზე მაღლა. ასევე სჭიროა ანალოგიური ნებართვის წესი:

/ip firewall filter
add chain=forward action=fasttrack-connection connection-state=established,related
add chain=forward action=accept connection-state=established,related

ასევე ჩანართში Mangle გამოჩნდება დამატებითი წესი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ Fasttrack-ის უპირატესობა:

  • /ip firewall filter

FastTrack გამართვა MikroTik-ზე, ჩანართი Filter Rules

  • /ip firewall mangle

FastTrack გამართვა MikroTik-ზე, ჩანართი Mangle

Icon-warn.png

გაფრთხილება: თუ თქვენ იყენებთ queues, firewall rules და rules mangle, მაშინ ეს წესები არ იქნება გამოყენებული Fasttrack ტრაფიკისათვის.


  • კავშირი დამუშავდება FastTrack-ის მეშვეობით, მანამ, სანამ კავშირი არ დაიხურება, არ მოხდება შეყოვნება ან მარშრუტიზატორი არ გადაიტვირთება.
  • Dummy rule შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც წესი FastTrack იქნება წაშლილი ან გამორთული და მარშრუტიზატორი იქნება გადატვირთული.

FastTrack RB2011-ზე

RB2011 მარშრუტიზატორის ტესტირების მაგალითი ერთი ნაკადით TCP.

FastTrack-ის გარეშე FastTrack-თან ერთად
360 მბ/წ 890 მბ/წ
CPU დატვირთვა 100% CPU დატვირთვა 86%
44% CPU ჩართულია firewall-ზე 6% CPU ჩართულია firewall-ზე