სხვა:MikroTik და RouterOS მოწყობილობების ცნობილი პრობლემები

WiKi MikroTik geo გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

შესავალი

ამ სტატიის ფარგლებში პრობლემებად ჩვენ მოვიხსენიებთ ფუნქციონალს, რომელიც ოფიციალურად არის გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის. ხარვეზებად ჩვენ მოვიხსენიებთ ფუნქციონალს, რომელთა ხელმისაწვდომობა შეიძლება გაუმჯობესდეს ან ხელი შეუწყოს ქსელის ადმინისტრატორის მუშაობას.

ცნობილი აპარატურული პრობლემები

  • მარშრუტიზატორებზე MikroTik RB2011 და MikroTik RB951 რეგულარულად იკარგება კავშირი მოდემებთან, დაკავშირებული USB-სთან. მათ შორის მოდემებიც, რომლებიც არის ამ მოწყობილობასთან თავსებადობის ოფიციალურ სიაში. პრობლემას არ აქვს გადაწყვეტა. როგორც ჩანს, მწარმოებელმა სადღაც აღიარა, რომ მან ძალიან თხელი ბილიკები გააკეთა USB-კონექტორთან და ეს არის მიზეზი. RB951- ზე ჩვენი დაკვირვების თანახმად, სიტუაცია უკეთესია, მაგრამ მაინც, ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტა USB- მოდემების ბაზაზე და ზემოთ აღნიშნული აპარატურული პლატფორმების შერწყმა შეუძლებელია.

ცნობილი აპარატურული ხარვეზები

  • ზოგიერთ MikroTik მოწყობილობაზე გამოიყენება საკუთარი PoE სტანდარტი, რომელიც არ შეესაბამება IEEE 802.3af-2003 და IEEE 802.3at-2009 სტანდარტებს. შედეგად, PoE გამომავალი შეიძლება გამოყენებულ იქნას MikroTik მოწყობილობებზე კვების მიწოდებისათვის, მაგრამ არ გამოიყენება, მაგალითად, ტელეფონებისთვის. და პირიქით, სხვა მოწყობილობის გამომსვლელების გამოყენება არ შეიძლება MikroTik მოწყობილობებზე კვების მიწოდებისათვის.

ცნობილი პრგრამული პრობლემები

  • მიუხედავად იმისა, რომ RouterOS შექმნილია Linux-ის ბაზაზე, ზოგჯერ ეს ოპერაციული სისტემა საჭიროებს გადატვირთვას. მით უმეტეს, თუ არსებობს პრობლემები IPsec-გვირაბების შექმნისას.
  • ნაგულისხმევი პარამეტრები შეიძლება განსხვავდებოდეს გრაფიკული ინტერფეისა და კონსოლისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ქმნით რაიმე ელემენტს გრაფიკული ინტერფეისის მეშვეობით, ზოგიერთი ოფცია შესაძლებელია ნაგულისხმევად ცართული იყოს, და როდესაც იგივე ინტერფეისს ქმნით კონსოლის მეშვეობით, პარამეტრი გამორთულია. და პირიქით. ეს ქცევა არ არის ხშირი, მაგრამ მაინც ხდება. მაგალითად, RouterOS-ის ვერსია 6.34.2-ში, შემდეგი ქცევა იქნა შენიშნული: გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით ipsec peer დამატებისას "NAT Traversal" პარამეტრი გამორთულია, და კონსოლის გამოყენებისას ჩართულია. ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მნიშვნელობა ამ ოფციისატვის ნაგულისხმევად = გამორთულია. ალბათ, OS-ის შემდგომ ვერსიებში ეს შეცდომები იქნება გასწორებული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი შეცდომები არსებობს არა მხოლოდ ipsec peer-თვის.

ცნობილი პროგრამული ხარვეზები

  • საიტების ბლოკირება Firewall-ის მეშვეობით არ აქვს არანაირი აზრი, რადგან ძალიან მარტივია გევერის ავლა საიტების ანონიმაიზერების ან TOR-ის ბრაუზერის გამოყენებით.

ფუნქციონალი, რომელიც არ არის საკმარისი

  • OpenVPN შიფრაცია, განსხვავებით ორიგინალური რეალიზაციისგან, არ არის მხარდაჭერილი LZO შეკუმშვით და UDP პროტოკოლით. ვინაიდან მხოლოდ TCP პროტოკოლია მხარდაჭერილი, OpenVPN-ის რეალიზაცია MikroTik-გან არ არის შესაფერისი ხმოვანი ტრაფიკების გადაცემისთვის.
  • VPN-კლიენტი მარტივი პარამეტრებით. ფაქტიურად კომპანია MikroTik-ს არ გააჩნია საკუთარი VPN-კლიენტი, რაც არ არის მოსახერხებელი client-to-site კავშირის დაკონფიგურირებისათვის. მაშინ უნდა გამოვიყენოთ მესამე მხარის უტელიტი ან ჩაშენებული Windows- ის კლიენტის პარამეტრი, რომელიც უხერხულია.

სხვა

  • MikroTik მოწყობილობას არ გააჩნია FSTEC სერტიფიცირება. შედეგად, ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჯარო დაწესებულებების ნაწილში.